...
7

აშშ-ს მოსახლეობის პრობლემები ცენტრალურ კანალიზაციასთან

დეცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ მისი დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ჩამდინარე წყლების ტრანსპორტირების ხარჯები და უფრო მეტიც, გავხადოთ ისინი სარგებლიანი. ასეთი სისტემა შეიძლება არსებობდეს სოფლებში ან ცენტრიდან დაშორებულ ადგილებში და ის გვეხმარება დავზოგოთ ფინანსური რესურსები. დეცენტრალიზებული სისტემა ტრადიციული ცენტრალიზებული ქსელის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა.
ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ “მწვანე” ტექნოლოგიები გვეხმარება შევამციროთ ადამიანის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი. სწორედ ასეთი ტექნოლოგიაა ჩამდინარე წყლების ხელახალი გადამუშავება და გაფილტვრა, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების საწარმოო ან ენერგეტიკული დანიშნულებით გამოყენება. ეს ტექნოლოგია გვეხმარება შეამციროთ ჩამდინარე წყლების გადამუშავების ხარჯები.

    არსებობს სხვადასხვა ტიპის გამწმენდი ნაგებობები და დანადგარები. მაგალითად:

  • ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი
  • სამრეწველო ჩამდინარე წყლების გამწმენდი
  • ინდივიდუალური გამწმენდი ნაგებობები
  • სეპტიკური ავზები

ურბანული ჩამდინარე წყალი არის ზედაპირული თუ მიწისქვეშა წყლების, ჩამონადენის და იმ ნარჩენების ნაზავი, რომელიც კერძო სახლების და კომერციული თუ სამეწარმეო ობიექტის სველ წერტილებში წარმოიქმნა.
გაუწმენდავი ჩამდინარე წყლები დიდი რაოდენობით ორგანულ მასალას, პათოგენურ მიკროორგანიზმს და ისეთ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ აუცილებელია მათი დროული ტრანსპორტირება და სათანადო წმენდა.
ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი ჩამდინარე წყლის წმენდის ეკომეგობრული ალერნატივაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ გასუფთავებული წყალი სარწყავად. ასეთ დანადგარებს იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც წყლის სიმცირით ხასიათდებიან.
ევროპა გაწმენდილი ურბანული წყლების მთლიანი მოცულობის მხოლოდ 2.4%-ს იყენებს,  რაც ევროკავშირში მტკნარი წყლის წლიური მოხმარების 0.5%-ზე ნაკლებია.მეორე მხრივ, კვიპროსი და მალტა ჩამდინარე წყლების 90% და 60%-ზე მეტს ხელახლა იყენებენ.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ კვიპროსში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის რესურსები შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, 2005 წელს ქვეყანამ ჩამდინარე წყლების გამოყენებისთვის განსაზღვრა წყლის ხარისხის სტანდარტები და შეიმუშავა დებულებები, რომელიც მთლიანად ინტეგრირებულია ეროვნულ კანონმდებლობაში. გარდა ამისა, ქვეყნის მთავარი მიზანია, სოფლის მეურნეობაში მტკნარი წყლის გამოყენების 40% გადამუშავებული წყლით შეცვალოს.
2018 წლის მონაცემებით, ევროპის ხუთ ქვეყანაშია მიღებული წყლის ხელახალი გამოყენების სტანდარტი, რომელიც რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ეს ქვეყნებია: კვიპროსი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი. პორტუგალიაშიც არსებობს წყლის ხელახალი გამოყენების სტანდარტი, თუმცა, ის მხოლოდ ნებართვებს ექვემდებარება.

შეერთებული შტატები დღეში სარწყავად 2 მილიარდ ლიტრზე მეტ გადამუშავებულ წყალს იყენებს და ეს რიცხვი სულ უფრო მეტად იზრდება. აშშ-ის მოსახლეობის  თითქმის  ნახევარი დეცენტრალიზებული  საკანალიზაციო სისტემებით სარგებლობს.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჩამდინარე წყლების დამატებით გადამუშავება – წმენდა. ჩამდინარე წყლების წმენდა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც გამწმენდი დანადგარით დ გამწმენდი ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე სპეციალური პროცესების საშუალებით.

ჩამდინარე წყლების დეცენტრალიზებული სისტემები და წყლის ხელახალი გამოყენება გვეხმარება წყლის დეფიციტის აღმოფხვრაში და მის გონივრულად გამოყენებაში.

წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია, სწორედ ამიტომ მასზე ზრუნვა ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა. ზედაპირული წყლების დაბინძურებასა და დანაგვიანებას ძირითადად იწვევს ჩამდინარე წყლების არასაკმარისი, ან სულაც, წმენდის გარეშე გაშვება. ეს კი, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს მთელ ეკოსისტემას – გარემოს, ადამიანების ჯანმრთელობას და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება წყლის მართვის ევროპულ სტანდარტს.

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამით მან აიღო ვალდებულება კანონმდებლობაში აესახა და შეესრულებინა დაბინძურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მალე საქართველოშიც დაინერგება წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემა.

 

წყარო:  წყალმოხმარებაში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის ეკონომიკური სარგებელი, ვ.პაკანიანი (UNDP/GEF)

ჩამდინარე წყლების გაწმენდის/რეციკლირების საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი ”მმართველობა განვითარებისათვის“

http://conservewaterforfood.org/

მოითხოვე ზარი