ისრაელის სოფლის მეურნეობისთვის მთავარი გამოწვევა წყლის ნაკლებობაა, თუმცა, ქვეყანამ წარმატებით განავითარა ტექნოლოგიები – ჩამდინარე წყლების სამ მეოთხედს ასუფთავებს და მიწების სარწყავად იყენებს.
ამაშია ისრაელის სოფლის მეურნეობის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოც. ის ახერხებს ნაკლები რესურსით, მეტი რაოდენობის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას.
საინტერესოა, როგორ შეძლო ისრაელის მთავრობამ სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელი, რთული რელიეფის, წყლის ბუნებრივი რესურსების სიმწირისა და მშრალი კლიმატის მიუხედავად ქვეყნის წყლით უზრუნველყოფა და როგორ იქცა ისრაელის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიის სასწაული თანამედროვე რეალობად.
კარგად ჩამოყალიბებულმა ტექნიკურმა ინდუსტრიამ და მენეჯმენტის ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულობამ ისრაელის წყლის ტექნოლოგიების სექტორს არნახული წარმატება მოუტანა. რაც მთავარია, ეს ინოვაციები არ არის განკუთვნილი მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის – ისრაელი ახორციელებს წყლის უახლესი ტექნოლოგიების ექსპორტსაც, რათა დაეხმაროს სხვა ქვეყნებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში.
ისრაელის საზოგადოებრივი წყალმომარაგების კომპანია, Mekopot Group, 2005 წლიდან დიდ ყურადღებას უთმობს ზღვის წყლის დეზალიზაციასა და ჩამდინარე წყლების აღდგენას. Mekopot-ის მიერ დაფინანსებული წყლის გამწმენდი სისტემები გადაამუშავებს წყლის 86%-ს, რომელიც კანალიზაციაში ჩადის სარწყავად. ამ მიმართულებით ესპანეთი მეორე ყველაზე ეფექტური ქვეყანაა მსოფლიოში (19% გადამუშავებით).
მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქტიულობა 1950-2006 წლებში 21-ჯერ გაიზარდა, სოფლის მეურნეობაში წყლის მოხმარება მხოლოდ ოთხჯერაა გაზრდილი. ისრაელი ამუშავებს ჩამდინარე წყლების 93%-ს და ხელახლა იყენებს საკანალიზაციო წყლის 86%-ს სოფლის მეურნეობისთვის. ნეგევის უდაბნოს ბაღების 80% ირწყვება გადამუშავებული წყლით.
გაწმენდის შემდეგ, ჩამდინარე წყალი ან ხელახლა გამოიყენება, ან ხდება მისი გარემოში ჩაშვება. მუნიციპალურ გამწმენდ ნაგებობებში ჩამდინარე წყლების კარგად გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი წყლის გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და ლანდშაფტების მოსარწყავად, მრეწველობაში – მიწისქვეშა წყლების მარაგის შესავსებად, რეკრეაციული მიზნებისათვის, ქალაქებში –არასასმელი დანიშნულებით.
ჩამდინარე წყლის აღდგენასა და ხელახალ გამოყენებას განსაკუთრებული ყურადღება უკანასკნელ წლებში მიექცა წყალზე გაზრდილი მოთხოვნისა და წყლის ბუნებრივი წყაროების არამდგრადი მეთოდებით მოხმარების გამო.
რეკრეაციული მიზნებისთვის ჩამდინარე წყლების შეუზღუდავად გამოსაყენებლად საჭიროა ჩამდინარე წყლის სრულფასოვანი წმენდა, რაც წყალს აბსოლუტურად უსაფრთხოს ხდის.
წყარო: sareltours.com
info@bluewaters.ge
032 2 83 11 88 / 598 83 11 88
დ. აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი მოზაიკა