წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობის უნიკალური რესურსია, სწორედ ამიტომ წყლის დაბინძურებისგან დაცვა, მასზე ზრუნვა ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა. ზედაპირული წყლების დაბინძურება და დანაგვიანება ძირითადად ჩამდინარე წყლების არასაკმარისი, ან სულაც, წმენდის გარეშე გაშვებითაა გამოწვეული.
ეს კი, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს მთელ ეკოსისტემას – გარემოს, ადამიანების ჯანმრთელობას და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება წყლის მართვის ევროპულ სტანდარტს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველომ აიღო ევროკავშირის მიერ წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვისა და შესრულების ვალდებულება.
ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მალე საქართველოშიც დაინერგება წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ევროდირექტივების შესაბამისი სისტემა.
სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ცენტრალური საკანალიზაციო სისტემით და მათ, ისევე როგორც მთელ რიგ საწარმოებს, თავად უწევთ ზრუნვა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებაზე.
მოუწესრიგებელი კანალიზაცია მნიშვნელოვანი გლობალური რისკია არამარტო გარშემომყოფთათვის, არამედ მთელი ეკოსისტემისთვის. დღეს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისთვისაც ცენტრალური კანალიზაცია მიუწვდომელია, კუსტარულად მოწყობილი საკანალიზაციო ჭებით სარგებლობს. დისკომფორტის, არასასიამოვნო პროცედურებისა და ფინანსური ხარჯის გარდა, ასეთი ბეტონის ჭები საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
სწორედ ამიტომაა აუცილებელი ჩამდინარე წყლების წმენდა.
საქართველოში უკვე მარტივადაა ხელმისაწვდომი ჩამდინარე წყლების ბიოგამწმენდი დანადგარები, რომლებიც არამარტო კანალიზაციის პრობლემას აგვარებს, არამედ, სისტემაში ჩასულ წყალს წმენდს 98%-ით (წყლის წმენდის ხარისხი სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს), შედეგად მიღებული გაწმენდილი ტექნიკური წყლის გამოყენება შესაძლებელია სარწყავად. ბეტონის საკანალიზაციო ორმოსთან შედარებით, ბიოგამწმენდი დანადგარის მონტაჟი გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგავს ფინანსურ რესურსსა და დროს; აქვს დიდი უპირატესობა – არ საჭიროებს ასინიზატორის მომსახურებას.
ბოლო პერიოდში საქართველოშიც უკვე გაზრდილია მოთხოვნა ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ბიოგამწმენდ დანადგარებზე როგორც მოსახლეობის, ასევე საწარმოების მხრიდან. ადამიანებმა გააცნობიერეს რისკები, რაც ნიადაგში არასაკმარისად გაწმენდილი (ან წმენდის გარეშე) ჩამდინარე წყლების გაშვებას ახლავს.
Blue Waters მარტივად და საიმედოდ აგვარებს კანალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემას იქ, სადაც ცენტრალური კანალიზაცია მიუწვდომელია. კომპანიამ უკვე არაერთი პროექტი განახორციელა – საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საწარმოებისა თუ მოსახლეობისთვის დაამონტაჟა ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ბიოგამწმენდი დანადგარები.
Blue Waters თანამშრომლობს ინდუსტრიის წამყვან მწარმოებლებთან; დანადგარები ევროპული წარმოებისაა და ასეთი ბიოგამწმენდი სისტემის მფლობელებს ათეული წლების განმავლობაში აღარ შეაწუხებთ კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა.
წყლის წმენდის პროცესი ავტომატიზებულია, დანადგარი მუშაობს აბსოლუტურად უხმაუროდ, არ აქვს სუნი, არ საჭიროებს ასენიზატორის მომსახურებას. დაკომპლექტებულია აერაციული ელემენტებით, რაც 100%-ით ახშობს სუნს.
დანადგარს აქვს 70-წლიანი ექსპლუატაციის ვადა და 10-წლიანი გარანტია, მონტაჟი კი ერთ დღეშია შესაძლებელი.
info@bluewaters.ge
032 2 83 11 88 / 598 83 11 88
დ. აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი მოზაიკა