...
4 (2)

რა უსიამოვნებებს აგვარიდებს ბიოგამწმენდი დანადგარი

ავტონომიური კანალიზაცია კერძო სახლში, აგარაკზე, კომერციულ ობიექტებზე – ყველგან სადაც ცენტრალური კანალიზაცია ხელმიუწვდომელია.

ასეთი ადგილები კი, საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრია. უამრავი ადამიანი დღეს, 21-ე საუკუნეში, კუსტარულად დამზადებულ საკანალიზაციო ბეტონის ან ჩვეულებრივ ორმოს იყენებს. ამით გამოწვეული უსიამოვნებები და პრობლემები კი, ზოგს გააზრებული აქვს, ზოგსაც, სამწუხაროდ  – არა.

საკანალიზაციო სისტემის მდგომარეობა

დავიწყოთ იქიდან, რომ კუსტარული საკანალიზაციო ორმო არ გულისხმობს პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას, ივსება სწრაფად და საჭირო ხდება პრობლემის ისევ თავიდან მოგვარება – ან სპეციალური გამწმენდი მილით ამოტუმბვა (ასენიზატორის მომსახურება), ან ახალი ორმოს გათხრა. ორივე პროცედურა საკმაოდ არასასიამოვნო პროცესებთანაა დაკავშირებული.

ასევე, ხშირად ორმოების გასაწმენდად იყენებენ ქიმიურ საშუალებებსაც, რაც კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანია როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანებისთვის.

არასასიამოვნოს გარდა, ეს პროცესები საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მსგავსი ორმოები, არასასიამოვნო სუნის გამო, აუცილებლად მოშორებით უნდა იყოს განთავსებული როგორც თქვენი, ასევე  მეზობელი სახლებიდან. ეს კი პრობლემური შეიძლება გახდეს მაშინ, როცა მისი ამოტუმბვა გახდება საჭირო – გასათვალისწინებელია, რამდენად მისადგომია მანქანისთვის,  გამწმენდი მილის სიგრძე და ა.შ.

გარდა ამისა, საკანალიზაციო წყლებთან ერთად გრუნტში ჩაედინება არაორგანული, ქიმიური, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ბინძურდება გარემო, რაც წარმოუდგენლად დიდი პრობლემაა არამარტო ახლა, არამედ გრძელვადიანი პერიოდისთვის. ასევე, გამოუსწორებელი ზიანი ადგება გარემოს, თუ ამ ტიპის ორმოებს ახლოს მდებარე მდინარეზე მიაერთებთ.

ესაა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მოკლე თუ გრძელვადიანი უსიამოვნებებისა და პრობლემებისა, თუ თქვენ თქვენი კერძო სახლის,  აგარაკის ან კომერციული ობიექტის კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას კუსტარულად დამზადებული ბეტონის ან ჩვეულებრივი მარტივი ორმოთი გადაწყვეტთ.

ჩამდინარე წყლების პრობლემის გადაწყვეტა ეკომეგობრული გზით

დღეს უკვე ამ პრობლემის გადაწყვეტა თანამედროვე ეკომეგობრული გზითაა შესაძლებელი, რადგან არსებობს ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ბიოგამწმენდი სისტემა. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ამ სისტემის საშუალებით წყვეტენ კანალიზაციის პრობლემას.

ბლუ უოთერსი ეკომეგობრული კომპანიაა, რომელსაც მარტივად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება:

ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ბიოგამწმენდი სადგური არის ავტონომიური საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ჩამდინარე წყლებს სპეციალური ფილტრის საშუალებით  წმენდს ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან და 95-98%-ით გასუფთავებული ტექნიკური წყალი უკვე არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, არ აქვს სუნი, თავისუფლად შეიძლება მცენარეების მორწყვა და პირდაპირ გრუნტში გაშვება.

ბიოგამწმენდი დანადგარი თავიდან აგარიდებთ ყველა უსიამოვნებას და თქვენ იქნებით მყუდრო, კომფორტული და ეკომეგობრული სახლის მფლობელი.

მოითხოვე ზარი