ალბათ არც კი გიფიქრია საკანალიზაციო სისტემაზე, სანამ რაიმე პრობლემა არ შეგექმნა, არა? ეს ბუნებრივია – ვინ იფიქრებს მილებზე მანამ, სანამ აბაზანის უცნაური ხმები არ შეგვაწუხებს? მოდი, მარტივად აგიხსნი ყველაფერს, რაც უნდა იცოდე შენი სახლის საკანალიზაციო სისტემის შესახებ.
როგორ მუშაობს საკანალიზაციო სისტემა?
წარმოიდგინე, რომ შენი სახლის ქვეშ არის მილების მთელი ქსელი – სწორედ ამ მილებში მიედინება ყველა ის წყალი, რასაც ყოველდღიურად იყენებ: აბაზანიდან, სამზარეულოდან, სარეცხი მანქანიდან. აქ უკვე დგება არჩევანის საკითხი – შეგიძლია მიუერთდე ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას ან თუ წვდომა არ გაქვს, დააყენო შენი საკუთარი ბიოგამწმენდი დანადგარი.
ბეტონის ჭა თუ ბიოგამწმენდი – რომელი სჯობს?
მოდი, შევადაროთ ორივე ვარიანტი:
ბეტონის ჭა:
- ტოვებს უსიამოვნო სუნს
- საჭიროებს ხშირ ასენიზაციას, რაც დამატებითი ხარჯია
- აქვს ფილტრაციის დაბალი მაჩვენებელი – მხოლოდ 30%-მდე
- აბინძურებს წყალსა და ნიადაგს
ბიოგამწმენდი დანადგარი:
- ფილტრავს საკანალიზაციო წყლებს 98%-ით
- მონტაჟდება 1 დღეში
- აქვს 10 წლიანი გარანტია და 70 წლიანი ექსპლუატაციის ვადა
- მუშაობს ხმაურის გარეშე და არ აქვს სუნი
- არ საჭიროებს ასენიზატორის მომსახურებას
ფანური მილი – რატომაა ასე მნიშვნელოვანი?
წარმოიდგინე, რომ საკანალიზაციო სისტემაც “სუნთქავს”. სწორედ ამიტომაა საჭირო ფანური მილები, რომლებიც სახურავზე გადის. თუ ეს მილები გაჭედილია (მაგალითად, ფოთლებით), სისტემა “იხუთება” და შეიძლება სახლში უსიამოვნო სუნი შემოვიდეს ან, უარეს შემთხვევაში, მავნე აირებიც კი (მაგალითად, მეთანი).
როგორ მოვუაროთ სისტემას? მარტივი წესები, რომლებიც ბევრ პრობლემას აგაცილებს:
- ნუ ჩაყრი უნიტაზში სველ ხელსახოცებს, ბამბას ან სხვა ნივთებს
- ნუ ჩაასხამ ნიჟარაში ცხიმს ან ზეთს
- დააყენე სპეციალური ბადეები ნიჟარებზე თმისა და საკვების ნარჩენებისთვის
გარე ქსელის მოწყობის რჩევები
საკანალიზაციო სისტემის გარე ქსელის სწორად მოწყობა რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესია. რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
- დამონტაჟების სიღრმე: მილის მიწაში ჩადების მინიმალური სიღრმე 30 სანტიმეტრია. თუმცა, თუ შესაძლებელია, არ არის რეკომენდებული ძალიან ღრმად ჩადება (მაქსიმუმ 1 მეტრი).
- ტრანშეის მოწყობა: ტრანშეა არ უნდა იყოს ზედმეტად ღრმა, რათა თავიდან ავიცილოთ ხელახლა შევსების საჭიროება. მილები უნდა ჩალაგდეს 1-3%-იანი დახრით, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 1 მეტრზე სიმაღლეებს შორის სხვაობა 1-3 სმ უნდა იყოს.
- დაფარვა: მილები აუცილებლად უნდა დაიფაროს ქვიშით და კარგად დაიტკეპნოს წყლით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მილების დაწევა.
დამატებითი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
- გრძელი ტრასებისთვის: სასურველია სარევიზიო ჭების მოწყობა, რაც მომავალში გაგიადვილებს მილების გაწმენდასა და შემოწმებას.
- მილების დაკავშირება: თუ ეზოში რამდენიმე მილის დაკავშირება გჭირდება, ეს უმჯობესია გააკეთო შემკრებ ჭაში და არა საკმაპით. ასე თავიდან აიცილებ გაჭედვის რისკებს.
- მილების შერჩევა: კერძო სახლებში სრულიად საკმარისია 110 მმ დიამეტრის მილები (150 ან 200 მმ აუცილებელი არაა). აირჩიე ისეთი მილები, რომლებიც გაუძლებს მექანიკურ ზემოქმედებას.
- მოხვევები: არ გამოიყენო 90 გრადუსიანი კუთხოვანი მოხვევები, რადგან ისინი იოლად იჭედება. სამაგიეროდ, გამოიყენე ორი 45 გრადუსიანი კუთხოვანი გადასვლა.
- სანიაღვრე: კატეგორიულად დაუშვებელია სანიაღვრეს მიერთება საკანალიზაციო ქსელზე, რადგან ფოთლებმა შეიძლება გაჭედოს სისტემა.
შიდა ქსელის მოწყობის რჩევები
- ტრაპები და სიფონები: სახლში აუცილებლად დაამონტაჟე მაღალხარისხიანი ტრაპები სველი და მშრალი ფუნქციით. ეს დაგიცავს სახლში არასასიამოვნო სუნისგან.
- ქსელის კონფიგურაცია: საკანალიზაციო სისტემა სასურველია შეკრიბო შენობის შიგნით და გქონდეს მხოლოდ ერთი გამომავალი მილი გარეთ.
- დამატებითი რჩევა: გამოიყენე ფანური მილი სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის.
ამ რეკომენდაციების დაცვა დაგეხმარება საიმედო და ეფექტური საკანალიზაციო სისტემის მოწყობაში. დროა, კუსტარულად მოწყობილი საკანალიზაციო ჭები დაივიწყო. დისკომფორტის, არასასიამოვნო პროცედურებისა და ფინანსური ხარჯის გარდა, ის ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. ეკოლოგიური ალტერნატივა ბლუ უოთერსის ბიოგამწმენდი დანადგარია. შესაძენად დაგვიკავშირდი: 032 2 83 11 88