ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიური ალტერნატივა – როგორ მუშაობს ბიოგამწმენდი?
ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა თანამედროვე ქალაქების განვითარების აუცილებელი ნაწილია, თუმცა საქართველოში ის ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის 40%-ს არ აქვს წვდომა ცენტრალურ კანალიზაციაზე.
გამოწვევა
21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები ასე სწრაფად ვითარდება, ბევრი ადამიანი კვლავ იყენებს კუსტარულ საკანალიზაციო ჭებს, რაც:
კუსტარული საკანალიზაციო ორმო მრავალ პრობლემას ქმნის – ის სწრაფად ივსება და მუდმივად საჭიროებს ამოტუმბვას ან ახლის გათხრას, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ორმოები უნდა განთავსდეს სახლებიდან მოშორებით, რაც ამოტუმბვისას ლოგისტიკურ სირთულეებს ქმნის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ასეთი ორმოები აბინძურებს გრუნტს, წყალს და გარემოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
გადაწყვეტილება
დღეს უკვე ამ პრობლემის გადაწყვეტა თანამედროვე ეკომეგობრული გზითაა შესაძლებელი, რადგან არსებობს ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ბიოგამწმენდი სისტემა. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ამ სისტემის საშუალებით წყვეტენ კანალიზაციის პრობლემას. ბიოგამწმენდი დანადგარი წარმოადგენს თანამედროვე, ეკოლოგიურ ალტერნატივას, რომელიც:
უპირატესობები
თანამედროვე ბიოგამწმენდი სისტემა:
პრაქტიკული გამოყენება
ბლუ უოთერსის ბიოგამწმენდი დანადგარი შეგიძლია გამოიყენო:
დღეისათვის ჩვენი ბიოგამწმენდი სისტემები უკვე წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, რაც ადასტურებს მათ ეფექტურობასა და საიმედოობას.
დაგვიკავშირდი და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან შესაფერისი სისტემის შერჩევაში.
info@bluewaters.ge
032 2 83 11 88 / 598 83 11 88
დ. აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი მოზაიკა