ჩვენ შესახებ

კომპანია Blue Waters საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. ჩვენი კომპანიის მთავარი მისიაა ვიზრუნოთ გარემოზე ჩამდინარე წყლების ბიოგამწმენდი ალტერნატიული სისტემების გამოყენებით და ადამიანებს ყოველდღიურობაში ჩარევის გარეშე გავუმარტივოთ ცხოვრება.

ჩვენი მიზანია ხარისხიანი მომსახურებითა და პრობლემის სწრაფად მოგვარებაზე ორიენტირებული მიდგომით გავხდეთ მომხმარებლისთვის აუცილებელი და ამავდროულად შეუმჩნეველი ცხოვრების მეგზური.

საქართველოს მოსახლეობის 40%-ს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან, ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად ტრადიციულ ხერხს, კუსტარულად ამოთხრილ ჭას მიმართავენ. ცენტრალური კანალიზაციის ეს ალტერნატივა კი აბინძურებს ნიადაგსა და წყალს, ტოვებს უსიამოვნო სუნს და საბოლოოდ, ის რაც შეუმჩნეველი უნდა იყოს, ყოველდღიურ თავის ტკივილად იქცევა ხოლმე.

ეს პრობლემა გახდა ჩვენი ინსპირაცია და საკუთარ თავზე ავიღეთ მისია, რომ მარტივად გადაგვეჭრა კანალიზაციასთან არსებული პრობლემები. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ საქართველოს ბაზარზე ჩამდინარე წყლების ბიოგამწმენდი დანადგარების შემოტანა, რომლებიც ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის იდეალური ალტერნატივაა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ (საყოფაცხოვრებო) საკითხის მოგვარება – აერაციული ბიოგამწმენდი სისტემის ტექნოლოგიების დანერგვითაა შესაძლებელი. ასე გავხდით თქვენი ცხოვრების შეუმჩნეველი ნაწილი.

image00005
image00004
image00003
image00002
OGZ_6110
Rectangle 2228 (1)



2021 წლის დასაწყისში ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საქმიანობა. დავაარსეთ კომპანია -Blue Waters, გავაფორმეთ ექსკლუზიური წარმომადგენლობითი კონტრაქტები მომწოდებლებთან და ოფიციალურად შემოვიტანეთ პროდუქცია საქართველოს ბაზარზე.

აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის ევროპულმა გამოცდილებამ წარმატებით იმუშავა მთელი საქართველოს მასშტაბითაც და დღეს, Blue Waters-ის სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

image 64 (2)

მოითხოვე ზარი