ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიოგამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან. შედეგად 95-98%-ით გასუფთავებული ტექნიკური წყალი შეგვიძლია გამოვიყენოთ მცენარეების მოსარწყავად ან პირდაპირ გავუშვათ გრუნტში. ბიოგამწმენდ დანადგარს არ აქვს არასასიამოვნო სუნი, მისი ექსპლუატაცია მარტივია და არ საჭიროებს ასინიზატორის მომსახურებას.
კერძო სახლის შემთხვევაში, მოცულობა დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე; კომპანიის შემთხვევაში, აუცილებელია ვიცოდეთ, დაახლოებით რამდენ ადამიანზეა გათვლილი შენობა, ასევე რამდენია წყლის მაქსიმალური მოხმარება. მოგვწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ყველაფრის დეტალურად გარკვევაში ჩვენი კონსულტანტი დაგეხმარებათ.
საყოფაცხოვრებო მოხმარების დანადგარების ფასი დამოკიდებულია მუდმივი მომხმარებლების, სველი წერტილების რაოდენობაზე და სხვა კრიტერიუმებზე.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბიოგამწმენდ დანადგარებს სხვადასხვა საფასო კატეგორიიდან და განსხვავებული მახასიათებლებით.
ფასები იხილეთ ბმულზე: https://bluewaters.ge/biogamtsmendebi-2/
კომერციული ობიექტებისთვის ფასის დასათვლელად, გთხოვთ, მიმართოთ ჩვენი კომპანიის საინფორმაციო ცენტრს.
საკონტაქტო ნომრები: 0322 831188/598 83 11 88
დიახ, ჩვენს ნებისმიერ მოდელზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში. დანადგარის მოწოდებას შეკვეთიდან 1 თვის განმავლობაში შევძლებთ.
დანადგარი დღე–ღამის განმავლობაში მოიხმარს ჯამში 2 კილოვატამდე ელექტრო ენერგიას, რაც დაახლოებით 50 თეთრის ღირებულებისაა.
საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობისთვის, აუცილებელია შეავსოთ განაცხადი. განაცხადის შესავსებად ჩვენი ონლაინმაღაზიის გვერდზე აირჩევთ სასურველ მოდელს, დაამატებთ კალათაში, დააწვებით შეძენის ღილაკს და გადახდის ნაწილში მიუთითებთ – „საქართველოს ბანკის” განვადებას.
განვადების პირობები მორგებულია კონკრეტულ მომხმარებელზე და განაცხადის შევსების შემდეგ შეიტყობთ თქვენი შემოთავაზების დეტალებს.
სამონტაჟო ტერიტორიაზე მიტანის შემდეგ, დანადგარის დასამონტაჟებლად 1 ან 2 დღე არის საჭირო (დამოკიდებულია სამონტაჟო ტერიტორიის სირთულესა და იქ არსებულ გრუნტზე)
წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, დანადგარის ჩამოსატანად 1 თვემდე ვადა არის საჭირო.
დანადგარის ექსპლუატაცია ძალიან მარტივია და არ საჭიროებს რაიმე სპეციფიკურ ჩარევას ყოველდღიურ რეჟიმში. 2-3 წელიწადში ერთხელ დანადგარი საჭიროებს გაწმენდას, რომ მოშორდეს მის ძირზე დალექილი შლამი. აღნიშნული მომსახურება, ისევე როგორც მიმდინარე მონიტორინგი, შეგიძლიათ ჩვენ მოგვანდოთ.
ბიოგამწმენდ დანადგარს არ აქვს არასასიამოვნო სუნი, და არც შემაწუხებელი ხმა.