წყლის ფილტრაცია

წყლის ფილტრაცია

ბლუ უოთერსი გთავაზობს გერმანული კომპანიის BWT-ს მაღალი ხარისხის წყლის დარბილებისა და ფილტრაციის სისტემებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სექტორის სპეციფიკურ საჭიროებებზე. განვიხილოთ დეტალურად:

ჩვენი პროდუქტები

ნიჟარის ქვეშ დასამონტაჟებელი ფილტრები იდეალურია საცხოვრებელი სახლებისთვის. მარტივად მონტაჟდება და ელექტროენერგიას არ მოიხმარს. ფილტრავს და აუმჯობესებს წყლის ხარისხს, რადგან აშორებს ნადებსა და მძიმე მეტალებს. მისი გამოყენება შეგიძლია რესტორნებსა და სასტუმროებშიც.

მექანიკური ფილტრები წყალს ასუფთავებს ნალექისა და წვრილი ნაწილაკებისგან. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მილებს და წყალმომარაგების სისტემას იცავს. გამოიყენება სასტუმროებში, რესტორნებსა და სამრეწველო გარემოში.

წყლის დარბილების სისტემები ხელს უშლის ნადების დაგროვებას და ახანგრძლივებს ტექნიკის გამოყენების ვადას, რადგან წყალს აცილებს ზედმეტ მინერალებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საავადმყოფოებისა და სამრეწველო წარმოებისთვის.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელ სახლში ან კომერციულ ობიექტში აუზი გაქვს, 2 პროდუქტი გამოგადგება: საცურაო აუზის რობოტი და აუზის ფილტრი. 

საცურაო აუზის რობოტები

  • ავტომატურად და საფუძვლიანად წმენდს აუზს
  • ზოგავს შენს დროს
  • მარტივად სუფთავდება
  • შესაფერისია ნებისმიერი ზომის აუზისთვის 

აუზის ფილტრები

  • უზრუნველყოფს წყლის სისუფთავეს მოცურავეებისთვის
  • აუცილებელია სასტუმროებისა და რეკრეაციული ობიექტებისთვის

 

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხშირად მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით იწყება. წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსია და მისი ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენი გამოცდილი გუნდი მზადაა, დაგეხმაროს შენს საჭიროებებზე იდეალურად მორგებული ფილტრაციის სისტემის შერჩევაში.

Mineral
ფილტრაციის სისტემა დამოუკიდებელი ონკანით; 5 საფეხურიანი წმენდა; მოლეკულური წმენდა; დასუფთავების მაღალი სიჩქარე და ხარისხი; მინერალიზაცია და კონდიცირება; 100% დაცვა ბაქტერიებისგან.
ECO
ფილტრაციის სისტემა დამოუკიდებელი ონკანით; 3 ეტაპიანი წმენდა; დასუფთავების მაღალი სიჩქარე.

კატალოგი

მოითხოვე ზარი