საკანალიზაციო წყლის ფილტრაცია

რა არის წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი?

ის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიური ალტერნატივაა. ბიოგამწმენდ დანადგარში ჩასული დაბინძურებული წყალი სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან. შედეგად ვიღებთ 95-98%-ით გასუფთავებულ წყალს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია ნებისმიერი ტექნიკური დანიშნულებით, როგორც საყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით, ასევემსხმოიარე ხეების სარწყავადაც კი.

დანადგარს არ აქვს უსიამოვნო სუნი და შემაწუხებელი ხმა, მისი ექპლუატაცია მარტივია და არ საჭიროებს ასინიზაციის მანქანის მუდმივ მოხმარებას

 

რატომ ბიოგამწმენდი დანადგარი?

ბიოგამწმენდის თვისებები ითვალისწინებს უსიამოვნო სუნისა და ხმის არარსებობას, მონტაჟის სიმარტივეს, მინიმალურ ტექნიკურ მომსახურებას, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიცით თქვენი დროისა და კომფორტის ფასი.

დანადგარების მონტაჟი შესაძლებელია, როგორც კერძო საცხოვრებელი სახლებისთვის, ასევე სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის კომერციული თუ არაკომერციული დაწესებულებისთვის. საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც არ არის ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა.

პრობლემის ეკომეგობრული გადაწყვეტა
ლოკალური საკანალიზაციო ბიოგამწმენდი დანადგარი არ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას და არ აზიანებს გარემოს. სწორედ ამიტომ, ბიოგამწმენდი სისტემები პრობლემის გადაწყვეტის ეკომეგობრული გზაა.
მარტივი მონტაჟი, დაზოგილი დრო და ფინანსური რესურსი
მცირე ზომებისა და მოსახერხებელი კონსტრუქციის გამო, ბიოგამწმენდი სისტემის მონტაჟი მარტივია, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსურ რესურსებსა და დროს. სისტემის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ ნიადაგზე, გამოყენების წერტილიდან სასურველი დაშორებით.
მინიმალური ტექნიკური მომსახურება
ბიოგამწმენდი დანადგარის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის ერთადერთი აუცილებელი პირობაა – რამდენიმე წელიწადში ერთხელ, დალექილი ლამის ნებისმიერი ფეკალური ტუმბოთი ამოტუმბვა.

კატალოგი

მოითხოვე ზარი