ნავთობპროდუქტების დამჭერი წარმოადგენს მნიშვნელოვან მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება ბენზინგასამართ და ავტოგასამართ სადგურებზე, ასევე ნავთობბაზებზე და იქ, სადაც ჭარბი რაოდენობით გვხვდება საცხებ-საპოხი მასალები.
დანადგარი აგროვებს წვიმის დროს ჩარეცხილ ნავთობპროდუქტებს (საწვავს, ზეთებს), ფილტრავს მათ და მხოლოდ გაწმენდილ წყალს უშვებს სანიაღვრე სისტემაში