რას იწვევს წყლის დაბინძურება და როგორ ავარიდოთ მას თავი?

რას იწვევს წყლის დაბინძურება და როგორ ავარიდოთ მას თავი?

“ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ წყლის ღირებულებას, სანამ ჭა არ გაშრება..” (Thomas Fuller)

ალბათ გაგიგიათ, რომ წყლის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ჩვენ საგრძნობლად ვაბინძურებთ წყალს ყოველ ჯერზე, როცა ვყრით საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებს. წყალს აბინძურებს ნავთობის ჩაღვრა. მასში ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა და სხვა ქმედებები, რაც ჩვენი, ადამიანების დაუდვრობით ხდება.

წყლის დაბინძურების შედეგად ბინძურდება ნიადაგი, ზიანდება მცენარეები, საფრთხე ექმნდებათ ცხოველებს და იზრდება სხვადასხვა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, დაავადების გამოწვევის რისკი.

თუ მოვინდომებთ, რომ შევამციროთ წყლის დაბინძურება და ვიზრუნოთ გარემოზე ამ კუთხით, კარგი იქნება გავითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გარემოზე ზრუნვის პროცესებს.

ალბათ ხშირად გსმენიათ – “წყალი მაინც გვაქვს ბლომად, რატომ დავზოგო?”, “რომ მომწყურდება, აღარ დავლიო?” უმჯობესი იქნება პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ წყლის გამოყენებას და თავი ავარიდოთ მის დიდი რაოდენობით მოხმარებას. გამოვიყენოთ ბუნებრივი საპნები და სამწმენდი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს მავნე ქიმიურ დანამატებს.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებაში არ არის შესაბამისი ცნობიერება, თუ რა საფთხეს გვიქმნის დაბინძურებული წყალი მთლიან გარემოს, ვალდებულნი ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი და დეტალური ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა იწვევს  წყლის დაბინძურებას, რა შედეგებამდე მივყავართ მას და რა გზებით შეგვიძლია ამ პრობლემის თავიდან არიდება.

ძალიან მნიშვნელოვანია წყლის დაბინძურების პრევენცია. ამაში კი თითოეული ჩვენგანის წვლილი ძალიან დიდია. მაგალითად, პესტიციდებისა და სასუქების მოხმარებაზე უარის თქმა ან მათი ზომიერად მოხმარება, საკანალიზაციო სისტემების გამართულ მდგომარეობაში მოყვანა და სხვა ღონისძიებების ჩატარება, მოგვცემს საშუალებას, ღირებული წვლილი შევიტანოთ წყლის ობიექტების დაცვაში.

ამ ღონისძიებების გატარებამდე, მარტივი გამოსავალი წყლის გამწმენდი დანადგარების დამონტაჟებაშია, იგი გაწმენდს წყალს, გააუმჯობესებს მის სუნს. ნაწილობრივ დაგიცავთ საშიში დაავადებებისგან. წყალი კი გამოგვადგება სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სარწყავად.