ბლუ უოთერსი 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, როგორც წამყვანი კომპანია წყლის ფილტრაციისა და წმენდის სფეროში. ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო წყალი ყველასთვის, ამავდროულად ვიზრუნოთ გარემოზე და გავამარტივოთ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.
ჩვენი მიმართულებები
ბლუ უოთერსი გთავაზობს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს წყლის ფილტრაციისა და გაწმენდის სამი ძირითადი მიმართულებით:
ბიოგამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის/ბეტონის ჭის მარტივი და ეკოლოგიური ალტერნატივა. ის ჩამდინარე წყალს 95–98%-ით წმენდს და გეხმარება, შენი ეზო სუფთა და უსაფრთხო იყოს.
თუ საწარმო გაქვს, ჩვენი სისტემები გაგიმარტივებს ინდუსტრიული წყლის მართვას. პროცესი სამ ეტაპად მიმდინარეობს – მექანიკური, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური – საბოლოოდ იღებ სრულად გაწმენდილ წყალს, ეკოლოგიურად უსაფრთხოდ.
ფილტრაციის სისტემა შეგიძლია გამოიყენო როგორც სახლში, ისე საწარმოში. ის აშორებს ყველა მინარევს და ბაქტერიას, რათა ყოველდღე მშვიდად დალიო სუფთა და უსაფრთხო წყალი.
ეკოლოგია: ვმუშაობთ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პრინციპებით.
ინოვაცია: ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს წყლის გაწმენდის სფეროში.
ხარისხი: უზრუნველვყოფთ პროდუქტებისა და მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს.
სიმარტივე: ვქმნით დანადგარებს, რომლებიც მარტივია დასამონტაჟებლად და გამოსაყენებლად.
ჩვენი ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, უკვე მოვიპოვეთ 1,500-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებლის ნდობა და წარმატებით განვახორციელეთ 380-ზე მეტი პროექტი.
ორგანიზაციის პოლიტიკა
შპს “ბლუ უოთერსი“-ს ძირითადი მისიაა ადგილობრივი დამკვეთებისთვის წყლის გამწმენდი სისტემების დამზადება და მიწოდება. აღნიშნული აქტივობის დროს ორგანიზაცია ცდილობს სრულად გაითვალისწინოს დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მათი მოლოდინები.
ხედვა: კომპანია ისწრაფვის გახდეს ერთ-ერთი ლიდერი საქმიანობის სეგმენტში, რასაც აღწევს პროდუქტის და დამკვეთის მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებით ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში. ორგანიზაცია თავის რესურსებს მიმართავს მუდმივი განვითარების, სრულყოფის, კმაყოფილ კლიენტთა რიცხვის ზრდის მიმართულებით.
მმართველი ხელმძღვანელობის მიერ კორპორატიული პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზებისთვის განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნები, რომელთა სწორად განხორციელების მიზნით კომპანიაში დანერგილი და რეალიზებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-ის მოთხოვნები – საუკეთესო მხარდამჭერი მექანიზმი პროდუქტის დამზადების და მომსახურების მიწოდების პროცესების ეფექტურობის და შედეგიანობის მუდმივი გაუმჯობესების, ორგანიზაციული რისკების შემცირების და კლიენტზე ორიენტირებისათვის.
კორპორატიული პოლიტიკის განხორციელებისათვის ორგანიზაციას დასახული აქვს შემდეგი მიზნები: