...

ხშირად დასმული კითხვები

რა უპირატესობა აქვს წყლის მექანიკურ ფილტრებს?

წყალს ასუფთავებს ნალექისა და წვრილი ნაწილაკებისგან. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მილებს და წყალმომარაგების სისტემას იცავს. გამოიყენება სასტუმროებში, რესტორნებსა და სამრეწველო გარემოში.

რა უპირატესობა აქვს წყლის დარბილების სისტემებს?

 ხელს უშლის ნადების დაგროვებას და ახანგრძლივებს ტექნიკის გამოყენების ვადას, რადგან წყალს აცილებს ზედმეტ მინერალებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასტუმროებისთვის, საავადმყოფოებისა და სამრეწველო წარმოებისთვის.

რისთვის გამოიყენება ნიჟარის ქვეშ წყლის დასამონტაჟებელი ფილტრი?

ნიჟარის ქვეშ დასამონტაჟებელი ფილტრი გამოიყენება საცხოვრებელი სახლებისთვის. მარტივად მონტაჟდება და ელექტროენერგიას არ მოიხმარს. ფილტრავს და აუმჯობესებს წყლის ხარისხს, რადგან აშორებს ნადებსა და მძიმე მეტალებს. მისი გამოყენება შეგიძლია რესტორნებსა და სასტუმროებშიც.

აქვს თუ არა უსიამოვნო სუნი და ხმა დანადგარს მუშაობის პროცესში?

 არა, დანადგარი მუშაობს ხმაურის გარეშე და არც სუნი აქვს, კუსტარული ჭისგან განსხვავებით.

სჭირდება თუ არა დამატებითი მოვლა ბიოგამწმენდ დანადგარს?

არა, ყოველდღიური მოვლა არ სჭირდება. 2-3 წელიწადში ერთხელ დაგჭირდება ლამისგან გაწმენდა, თუმცა, ამ მომსახურებას ჩვენ გაგიწევთ და არ მოგიწევს დროის დაკარგვა.

რა დრო დასჭირდება დამონტაჟებას?

დამონტაჟებას სჭირდება 1-2 დღე, გრუნტის სირთულის მიხედვით.

განვადების როგორი პირობებია?

საქართველოს ბანკის განვადებისთვის უნდა შეავსო განაცხადი ჩვენს საიტზე. აირჩევ შენთვის სასურველ მოდელს, დააჭერ შეძენას და მიუთითებ განვადებას. პირობებს გაიგებ განაცხადის შევსების შემდეგ.

რა ჯდება ექსპლუატაცია?

დანადგარი დღე-ღამეში მოიხმარს 2 კილოვატამდე ელექტროენერგიას, რაც დაახლოებით 50 თეთრი ღირს.

რა ღირს დანადგარი კომერციული ობიექტისთვის?

კომერციული ობიექტისთვის ფასი ითვლება წყლის დღიური მოხმარების შესაბამისად. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: 0322 83 11 88 

რა ღირს ბიოგამწმენდი დანადგარი?

ფასი დამოკიდებულია მომხმარებლების და სველი წერტილების რაოდენობაზე. იხილე აქ: https://bluewaters.ge/katalogi/ 

მოითხოვე ზარი