ბლუ უოთერსი გთავაზობს უახლეს ფილტრაციის სისტემებს სხვადასხვა სექტორისთვის. აღმოაჩინე ინდუსტრიული ჩამდინარე მასების, საკანალიზაციო და სასმელი წყლის ფილტრაციის უახლესი გადაწყვეტები და აირჩიე შენთვის საუკეთესო.
ბლუ უოთერსი 2019 წლიდან საქართველოში ოპერირებს და წარმატებით აგვარებს ჩამდინარე წყლების ფილტრაციის პრობლემებს ევროპული გამოცდილებისა და ინოვაციური ბიოგამწმენდი სისტემების გამოყენებით. ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ გარემოს დაცვას და მომხმარებლებს შევთავაზოთ მარტივი და ეფექტური გადაწყვეტები, რომლებიც შეუმჩნევლად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობას.
დღესდღეობით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს არ აქვს წვდომა ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს გარემოსა და ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, ბლუ უოთერსი გთავაზობს ჩამდინარე წყლების უახლეს ბიოგამწმენდ სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხოა, არამედ ტრადიციულ მეთოდებზე ბევრად უფრო ეფექტურიც.
მიიღე პერსონალიზირებული რჩევები ბლუ უოთერსის გუნდისგან, მოაგვარე საკანალიზაციო და წყლის ფილტრაციის პრობლემები მარტივად!