ჩვენ შესახებ
ბლუ უოთერსი ეკომეგობრული კომპანიაა.
ამბავი 2019 წლიდან იწყება, მაშინ, როცა კომპანიის დამფუძნებლებმა იმ მასშტაბური პრობლემის მოგვარებაზე დაიწყეს ფიქრი, რომელიც წარმოუდგენლად დიდ ზიანს აყენებდა გარემოს.
ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ხომ ხელმიუწვდომელია თანამედროვე ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა.
ისინი ფიქრობდნენ, რომ საკითხის ეკომეგობრული გადაწყვეტა – აერაციული ბიოგამწმენდი სისტემის ტექნოლოგიების საქართველოს ბაზარზე დანერგვა უამრავ ადამიანს მოუგვარებდა საყოფაცხოვრებო პრობლემას.
ჯერ იყო ინფორმაციის მოძიების პროცესი, აინტერესებდათ, როგორ წყვეტდნენ ამ პრობლემას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები.
დაუკავშირდნენ რამდენიმე უცხოურ კომპანიას. ზედმიწევნით შეისწავლეს სისტემის სპეციფიკა და ტექნოლოგიები და საბოლოოდ ორ მათგანთან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. არჩევანი – SANI–სა და TRAIDENIS-ზე შეაჩერეს. მიზეზი მარტივი იყო: ტექნოლოგიები, სტანდარტი და ხარისხი.
2021 წლის დასაწყისში უკვე აქტიურად დაიწყეს საქმიანობა: დააარსეს კომპანია, გააფორმეს ექსკლუზიური წარმომადგენლობითი კონტრაქტები მომწოდებლებთან, რასაც მოჰყვა მათი პროდუქციის საქართველოში შემოტანა. ნელ–ნელა პირველი დამკვეთებიც გამოჩნდნენ – ადამიანები და კომპანიები, ვისაც გააზრებული ჰქონდათ პრობლემის სიმწვავე და ის, თუ რა მნიშვნელოვანია ამ პრობლემის ეკომეგობრული გადაწყვეტა.
პრობლემის გადაჭრის ევროპულმა გამოცდილებამ საქართველოშიც გაამართლა და დღეს ბლუ უოთერის სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.
ბლუ უოთერსის მომსახურებით სარგებლობენ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების ბიოგამწმენდი დანადგარი ცენტრალური კანალიზაციის საუკეთესო ალტერნატივაა – მარტივი, ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, ეკომეგობრული.
ბიოგამწმენდი დანადგარის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის განვადებით – თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით.
პარტნიორები
ბლუ უოთერსი ისეთი გამოცდილი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორებიცაა 𝗧𝗥𝗔𝗜𝗗𝗘𝗡𝗜𝗦 და 𝗦𝗔𝗡𝗜.
ორივე კომპანია აწარმოებს როგორც ინდუსტრიულ, ასევე ინდივიდუალურ წყალგამწმენდებს.
𝗧𝗥𝗔𝗜𝗗𝗘𝗡𝗜𝗦 ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მწარმოებელი ლიეტვური კომპანიაა. კომპანიის ისტორია 1996 წლიდან იწყება და მისი ყველა პროდუქტი 𝗖𝗘 სერტიფიკატის მფლობელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხარისხი აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს.
კომპანია SANI კი ბაზარზე 1991 წლიდან საქმიანობს. არმირებული მინაპაკეტისა და კონუსისებური ფორმის დამსახურებით 𝗦𝗔𝗡𝗜–ის მიერ წარმოებული დანადგარები შეუფერხებლად ფუნქციონირებს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.