საკანალიზაციო წყლის გადამუშავება
ბიოგამწმენდი დანადგარი ცენტრალური კანალიზაციის თანამედროვე და ეკოლოგიური ალტერნატივაა, რომელიც წყალს 95–98%-ით წმენდს.
უპირატესობები
ვისთვის არის განკუთვნილი
გარემოზე ზრუნვა
ჩვენი ბიოგამწმენდი სისტემები:
მარტივი მოვლა
დამატებითი სარგებელი
პრობლემის ეკომეგობრული გადაწყვეტა
ლოკალური საკანალიზაციო ბიოგამწმენდი დანადგარი არ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას და არ აზიანებს გარემოს. სწორედ ამიტომ, ბიოგამწმენდი სისტემები წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ეკომეგობრულ გზას.
მარტივი მონტაჟი, დაზოგილი დრო და ფინანსური რესურსი
მცირე ზომისა და მოსახერხებელი კონსტრუქციის წყალობით, ბიოგამწმენდი სისტემის მონტაჟი მარტივია, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს როგორც ფინანსურ რესურსებს, ასევე დროს. სისტემა შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ნიადაგზე, გამოყენების წერტილიდან სასურველ დაშორებაზე.
მინიმალური ტექნიკური მომსახურება
ბიოგამწმენდი დანადგარის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ერთადერთი აუცილებელი პირობაა რამდენიმე წელიწადში ერთხელ დალექილი ლამის ამოტუმბვა ნებისმიერი ფეკალური ტუმბოთი.
ბლუ უოთერსის გუნდი გთავაზობს სრულ მხარდაჭერას – სისტემის შერჩევიდან მონტაჟამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდი.