სასმელი წყლის ფილტრაცია

წყლის ფილტრაცია

ბლუ უოთერსი გთავაზობს გერმანული კომპანიის BWT-ის მაღალი ხარისხის წყლის დარბილების და ფილტრაციის სისტემებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სექტორის სპეციფიკურ საჭიროებებზე.
განვიხილოთ დეტალურად:

ჩვენი პროდუქტები

ნიჟარის ქვეშ დასამონტაჟებელი ფილტრები

იდეალურია საცხოვრებელი სახლებისთვის. მარტივად მონტაჟდება და ელექტროენერგიას არ მოიხმარს. ფილტრავს და აუმჯობესებს წყლის ხარისხს, რადგან აშორებს ნადებსა და მძიმე მეტალებს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც რესტორნებში, ასევე სასტუმროებშიც.

მექანიკური ფილტრები

ასუფთავებს წყალს ნალექისა და წვრილი ნაწილაკებისგან. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იცავს მილებს და წყალმომარაგების სისტემას დაზიანებისგან. გამოიყენება სასტუმროებში, რესტორნებსა და სამრეწველო გარემოში.

წყლის დარბილების სისტემები

ხელს უშლის ნადების დაგროვებას და ახანგრძლივებს ტექნიკის ექსპლუატაციის ვადას, რადგან წყალს აცილებს ზედმეტ მინერალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავადმყოფოებისა და სამრეწველო წარმოებისთვის.

თუ საცხოვრებელ სახლში ან კომერციულ ობიექტში გაქვს აუზი, გამოგადგება შემდეგი პროდუქტები:

საცურაო აუზის რობოტები

  • ავტომატურად და საფუძვლიანად წმენდს აუზს;
  • ზოგავს დროსა და ენერგიას;
  • მარტივად იწმინდება;
  • შესაფერისია ნებისმიერი ზომის აუზისთვის. 

აუზის ფილტრები

  • უზრუნველყოფს წყლის სისუფთავეს მოცურავეებისთვის; 
  • აუცილებელია სასტუმროებისა და რეკრეაციული ობიექტებისთვის. 

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხშირად მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ცვლილებებით იწყება. წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსია და მისი ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენი გამოცდილი გუნდი მზადაა დაგეხმაროს შენს საჭიროებებზე იდეალურად მორგებული ფილტრაციის სისტემის შერჩევაში.

ფილტრაციის სისტემები

Mineral
ფილტრაციის სისტემა დამოუკიდებელი ონკანით; 5-საფეხურიანი წმენდა; მოლეკულური ფილტრაცია; მაღალი სიჩქარე და ხარისხი; მინერალიზაცია  და კონდიცირება; 100%-იანი დაცვა ბაქტერიებისგან.

ECO
ფილტრაციის სისტემა დამოუკიდებელი ონკანით; 3-საფეხურიანი წმენდა; მაღალი სიჩქარე და ეფექტურობა.

All-in-One Solution
Find all the tools you’ll need to create advanced websites in one place. Stop waisting time searching for solutions.
All-in-One Solution
Find all the tools you’ll need to create advanced websites in one place. Stop waisting time searching for solutions.
All-in-One Solution
Find all the tools you’ll need to create advanced websites in one place. Stop waisting time searching for solutions.
წყლის ფილტრაცია

კატალოგი

მოითხოვე ზარი


    მენიუ