...
regulacia (1)

წყლის ახალი კანონი საქართველოში: რა იცვლება და რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის

2026 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდება ახალი რეგულაციები, რომლებიც მკაცრად არეგულირებს წყლის გამოყენებასა და ჩამდინარე წყლების მართვას. ეს ცვლილება პირდაპირ აისახება ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებზე და მოითხოვს სისტემურ მიდგომას.

აქამდე ბევრ საწარმოში ჩამდინარე წყლების მართვა აღიქმებოდა, როგორც მეორეხარისხოვანი ტექნიკური საკითხი. სისტემა არსებობდა, თუმცა მისი ეფექტიანობა და შესაბამისობა რეგულაციებთან იშვიათად კონტროლდებოდა.

ახალი რეალობა ამ მიდგომას ცვლის. მოთხოვნები ხდება მკაფიო და სავალდებულო, კონტროლი კი — სისტემური. ეს ნიშნავს, რომ ჩამდინარე წყლების მართვა უკვე აღარ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილი, ის წარმოადგენს ბიზნესის ოპერაციული სტაბილურობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კრიტიკულ კომპონენტს.

 

რა ვალდებულებები გაქვთ, როგორც ბიზნესს

ახალი რეგულაციების მიხედვით, კომპანიებს უწევთ რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

  1. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა
    წყლის აღება, მათ შორის ჭაბურღილიდან, შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი ნებართვით. 
  2. მიწისქვეშა წყლების დაცვა
    ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ, რომ თქვენი საქმიანობა არ გახდეს წყლის დაბინძურების მიზეზი. ეს ეხება როგორც ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, ასევე ყოველდღიურ ოპერაციებს.
  3. ჩამდინარე წყლების სტანდარტები
    ჩაშვებული წყალი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ ნორმებს. ეს ნიშნავს, რომ დამაბინძურებლების კონცენტრაცია უნდა იყოს კონტროლირებადი და შესაბამისობაში გარემოსდაცვით სტანდარტებთან.
  4. გამწმენდი სისტემის რეალური ფუნქციონირება
    სისტემა აღარ უნდა არსებობდეს მხოლოდ „ქაღალდზე“. ის უნდა მუშაობდეს ყოველდღიურად და უზრუნველყოფდეს წყლის რეალურ გაწმენდას.

 

რა შეიცვლება?

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ:

  • შემოწმებები გახდება უფრო მკაცრი და რეგულარული;
  • ნებართვები გაიცემა რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით;
  • დარღვევებზე რეაგირება იქნება სწრაფი და შედეგიანი/

თუ ადრე შესაძლებელი იყო სისტემის ფორმალურად არსებობა, ახლა ეს აღარ იმუშავებს.

 

რა რისკები არსებობს მოუმზადებელი ბიზნესისთვის?

კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, სანქციები მოიცავს:

  • ფინანსურ ჯარიმებს;
  • საქმიანობის პროცესის შეჩერებას;
  • გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

რატომ უნდა დაიწყოთ მომზადება სექტემბრამდე?

მთავარი რისკი მხოლოდ ჯარიმა არ არის, რეალური საფრთხე არის საქმიანობის იძულებითი შეჩერება.

წინასწარი მომზადება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას:

  • აღმოაჩინოს რეალური ხარვეზები

დაადგინოს, რა არ შეესაბამება მოთხოვნებს მანამ, სანამ რეგულატორი დაიწყებს შემოწმებებს.

  • აიცილოს ფორსმაჟორული ცვლილებები

სისტემების გამართვა მოითხოვს დროს. ბოლო ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის უფრო ძვირი და არაეფექტურია.

  • უზრუნველყოს ოპერაციული უწყვეტობა

კომპანიები, რომლებიც დროულად მოერგებიან ახალ რეგულაციებს, თავიდან აიცილებენ გაუთვალისწინებელ ხარჯებსა და წარმოების შეფერხებებს.


როგორ დაგეხმარებათ ბლუ უოთერსი

კომპანია ბლუ უოთერსი საწარმოებს ეხმარება ჩამდინარე წყლების მართვაში — საწყისი შეფასებისა და პროექტირების ეტაპიდან დაწყებული, ინოვაციური გამწმენდი სისტემების შერჩევითა და დანერგვით დამთავრებული.

დანერგილი გადაწყვეტილებები ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობას, არამედ სისტემის ეფექტურ და ოპტიმიზირებულ მუშაობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: 032 2 83 11 88

ბლოგი

მოითხოვე ზარი